ალუდა ღუდუშაური: ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება რადიკალური ნაბიჯები და პიკეტირება, მოლაპარაკებისთვის მზად ვართ
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლები ვითარების დეესკალაციისთვის ორივე მხარის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.
მისივე თქმით, ხელისუფლება მოლაპარაკებისთვის მზადაა და ვითარების დეესკალაციისთვის ყველაფერს აკეთებს.
„ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლები ორივე მხარის პასუხისმგებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ხელისუფლება და სახელმწიფო ამისთვის ყველაფერს აკეთებს. მოლაპარაკებისთვის მზად ვართ, მოლაპარაკების მაგიდიდან ჩვენ არ ავმდგარვართ. დღესაც მზად ვართ, დიალოგი გავაგრძელოთ, თუ მათ ამის სურვილი აქვთ. თუმცა, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ამის პარალელურად, დეესკალაციის ნაცვლად, ჩვენი ოპონენტები ქუჩაში ინაცვლებენ და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების პიკეტირებას აანონსებენ. აანონსებენ და მიდიან ისეთი რადიკალური ნაბიჯებისკენ, რომელიც ხელს არ უწყობს სიტუაციის დეესკალაციას. დღეს ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება რადიკალური ნაბიჯები და ქუჩის პიკეტირებები“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.