შარლ მიშელი: ევროკავშირს სურს, დარჩეს საქართველოს გვერდით, დაიცვას თქვენი სუვერენიტეტი, თქვენი ტერიტორიული მთლიანობა

‘ევროკავშირს სურს, დარჩეს საქართველოს გვერდით, დაიცვას თქვენი სუვერენიტეტი, თქვენი ტერიტორიული მთლიანობა”, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

მისი თქმით, ხვალინდელი ვიზიტი უკრაინაში, ეს არის პარტნიორობის მესიჯი ევროკავშირის მხრიდან რეგიონის ქვეყნების მიმართ.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვარ საქართველოში თქვენთან ერთად, ისევ შეხვდით რამდენიმე კვირის შემდეგ, ბრიუსელის შემდეგ. ჩემი დღევანდელი შეხვედრა, ისევე როგორც გუშინდელი მოლდოვაში და ხვალინდელი ვიზიტი უკრაინაში, ეს არის პარტნიორობის მესიჯი ევროკავშირის მხრიდან რეგიონის ქვეყნების მიმართ. ევროკავშირს სურს, დარჩეს საქართველოს გვერდით, დაიცვას თქვენი სუვერენიტეტი, თქვენი ტერიტორიული მთლიანობა. ვიცით, რომ რეგიონი არის ძალიან კომპლექსური. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ იმ ამბიციებს, რომ შედგეს რეფორმები და „კოვიდ-19“, რომელიც ყველას გვიტევს, აქაც და მთელს მსოფლიოშიც, დავასტაბილუროთ ეს სიტუაცია. მინდა, ჩემი აქ ყოფნით ვისარგებლო და კიდევ ერთხელ გამოგიცხადოთ ევროკავშირის მხრიდან მეგობრობის მესიჯი“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი დღეს ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები