ქუთაისში “ნამახვანჰესის” აშენების მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ (ფოტო)

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ჰესების კასკადის მშენებელი კომპანია “ენკა”-ს მიერ რიონის ხეობის დატოვებას და იმ ნებართვის გაუქმებას ითხოვენ, რომელიც ხეობაში ჰესის მშენებლობას ითვალისწინებს.
აქციას მხარდამჭერები, სხვადასხვა რეგიონიდან უერთდებიან, მათი თქმით, სოლიდარობას უცხადებენ, ადამიანებს, რომლებსაც არ სურთ საკუთარი მიწის 100 წლით გასხვისება. აქციას ასევე შეუერთდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობის მოსახლეობის ნაწილის პროტესტის 126-ე დღეა გრძელდება, ისინი ღამეებს კარვებში ათენებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები