საქართველოში კორონავირუსის 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 525 ადამიანი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  27 885 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 814 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 071 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 248 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  270 758-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.89 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.96 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.55%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 525 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 265 114-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 510 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 248 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 129 შემთხვევა, აჭარა – 16, იმერეთი – 31, ქვემო ქართლი – 8, შიდა ქართლი – 14, გურია – 6, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 17, კახეთი – 16, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 108, საიდანაც: 1 472 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  712, აჭარაში – 166, იმერეთში – 264. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 265 პირი, მათ შორის, თბილისში – 100, აჭარაში – 30, იმერეთში – 74. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 91 პირი, მათგან თბილისში – 60, აჭარაში- 4, იმერეთში – 11. 171 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 108 – თბილისში, 51 – აჭარაში, 9 – იმერეთში. 465 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 323 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 99, ხოლო აჭარაში – 81.

სულ  6 ოქტომბრიდან – 27 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 320 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 065 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 452 პირი, აჭარაში – 382, იმერეთში – 664.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები