სოფელ ახიელში ცისკარაულების საგვარეულო კოშკის რეაბილიტაცია ქართველი, ბრიტანელი და ფრანგი მოხალისეების ჩართულობით განხორციელდება

არხოტის ხეობაში, სოფელ ახიელში ცისკარაულების საგვარეულო კოშკის რეაბილიტაცია ქართველი, ბრიტანელი და ფრანგი მოხალისეების ჩართულობით განხორციელდება.
კოშკის სტაბილიზაციისა და რესტავრაციის პროცესს უხელმძღვანელებს არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ეროვნული ფონდი”. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პროექტის შესახებ ინფორმაცია მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულს, დავით ნოზაძეს მიაწოდეს. შეხვედრას რწმუნებულის მოადგილეები მანანა(მაცაცო) ნარიმანიძე, გოჩა ქავთარაძე და თამაზ სუჯაშვილიც ესწრებოდნენ.
პროექტი მიზნად ისახავს ცისკარაულების საგვარეულო კოშკის რეაბილიტაციას, არხოტის თემის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის წარმოჩენას და მიმდებარე ტეროტორიის გასუფთავებას. პროექტით ასევე გათვალისწინებულია საფეხმავლო ეკო-ტურისტული ბილიკის მშენებლობა, პროექტი გულისხმობს, ქართველი და უცხოელი მოხალისეების ჩართვას აღდგენით სამუშაოებში.
ინფორმაციისთვის კოშკი საგრძნობლად დაზიანდა 2001 წლის რუსეთ ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, როდესაც რუსების მიერ ნასროლი ჭურვი მოხვდა მის აღმოსავლეთ კედელს და დაზიანდა კედლის 1 მ სიმაღლის და 1.5 მ სიგანის ფრაგმენტი.
„აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია ხეობისთვის, რადგან მსგავსი სახის აქტივობა გამოიწვევს ხეობის გამოცოცხლებას, ასევე აუცილებელია ჩვენი ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია. შეხვედრის დროს ვისაუბრეთ იმ საჭიროებებზე,რომელიც შესაძლოა პროექტის განხორციელების დროს წარმოიშვას, ჩვენ შევთანხმდით, რომ ადგილობრივი ხელისუფლება საჭიროების შემთხვევაში პროექტის განხორცილებაში საკუთარ წვლილს შეიტანს, ამისთვის ჩვენ ორგანიზაციასთან კოორდინაციაში ვიქნებით,”-განაცხადა დავით ნოზაძემ.
„ეროვნული ფონდის” პროექტის ხელმძღვანელის, მარინა მიზანდარის თქმით, პროექტის შესახებ უკვე იციან კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლთა დაცვის სააგენტოში, მიზანდარის განცხადებით კოშკის ფიზიკურ რეაბილიტაციამდე ჩატარდება კვლევები და მოხდება ყველა საჭირო ნებართვის მოპოვება.
„პროექტი განხორციელდება ძეგლთა და გარემოს დაცვითი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადგილობრივი თემის მონაწილეობასა და ჩართულობას პროექტის საქმიანობაში,”-განაცხადა მარინა მიზანდარმა.

- რეკლამა -

- რეკლამა -


ცისკარაულების წინაპრების მიერ XVI-XVIII საუკუნეებში ფლეთილი ქვით დუღაბზე აგებული კოშკი პირიქითა ხევსურეთის გამორჩეული ძეგლი და არხოტის თემის სიამაყეა. დახვეწილი პროპორციების მქონე ეს თავდაცვითი საცხოვრებელი ხუთსართულიანი ნაგებობა, სიმაღლით 18.5 მეტრს აღწევს. ცისკარაულების კოშკი საქართველოს თავდაცვითი ნაგებობების თვალსაჩინო ნიმუშია, იგი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ რამდენიმე კოშკს აქვს მსგავსი სტატუსი საქართველოში. კოშკის გარშემო ნასოფლარია, ძველი ახიელას სახელით ცნობილი.
საერთაშორისო ფონდის -ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ქართველი არქიტექტორების, ხელოვნებათმცოდნეების და სხვა სპეციალისტთა მიერ ჩატარდება ძეგლის მხატვრულ-ისტორიული ღირებულების კვლევა, ასევე გეოლოგიური და კონსტრუქციული კვლევები, და მომზადდება კოშკის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები