ბურჯანაძე თაკო ჩარკვიანის განცხადებაზე: მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში

მე არავის ვუპირისპირდები, ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ, – ასე ეხმაურება „ერთიანი საქართველოს” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებას.

„მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში“,-განაცხადა ბურჯანაძემ „რუსთავი 2“-თან.

შეგახსენებთ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში გიგა ბოკერიას და ნინო ბურჯანაძის შესახებ საუბრობს და აცხადებს,- „ნუ აყენებთ ხალხს შეურაცხყოფას, ეს მებრძოლი ხალხი ,”ბოკერია- ბურჯანაძის” პოლიტიკური გვამების გასაცოცხლებლად არ მოდის, არა! ახალგაზრდა, ჭკვიან ხალხს დაუთმეთ გზა!”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები