ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზები მუშაობას პირველი მარტიდან განაახლებს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზები პირველი მარტიდან მუშაობას განაახლებს. ინფორმაციას ეროვნული არქივის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მკვლევართა დარბაზები გაიხსნება შემდეგ არქივებში:
საისტორიო ცენტრალური არქივი (ვაჟა-ფშაველას გამზ. N1);
უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი (ვაჟა-ფშაველას გამზ. N1);
კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივი (ვაჟა-ფშაველას გამზ. N1).
„მკვლევართა დარბაზებში პირი დაიშვება მხოლოდ წინასწარი დაჯავშნითა და პირბადით, დეზობარიერის გამოყენებითა და ხელის ჰიგიენის დაცვით.
ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, დარბაზები შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით იმუშავებს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.
ეროვნული არქივის დარბაზებში მკვლევართა დაშვებისა და მუშაობის ზოგადი წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.