საფეხბურთო კლუბი „მილანი“ კახა კალაძეს დაბადების დღეს ულოცავს (ვიდეო)

საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანსა და იტალიური „მილანის” ყოფილ  ფეხბურთელს , კახა კალაძეს 43 წელი შეუსრულდა. მილანურმა კლუბმა მას დაბადების დღე  ვიდეოთი მიულოცა.

„მან „როსონერის“ რიგებში 284 მატჩი ჩაატარა. დღეს კახა კალაძეს 43 წელი შეუსრულდა და ის კვლავ ისეთივე ძლიერია“, – ნათქვამია „მილანის“ მილოცვაში.

კახა კალაძე მილანელთა შემადგენლობაში 9 წლის განმავლობაში ირიცხებოდა. კლუბთან ერთად ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, თითოჯერ იტალიის ჩემპიონატი, იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები