საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 542 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 264 589-მდე. ინფორმაცია Stopcov.ge-ზე განახლდა.

ამავე დროს, დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 499 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 304 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 613 პირი, აჭარაში – 345, იმერეთში – 638.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები