ლევან დავითაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰელენ სანდ ანდრესენს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰელენ სანდ ანდრესენს შეხვდა.ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

- რეკლამა -

- რეკლამა -

მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა მიმდინარე ერთობლივი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

„მინისტრმა ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ელჩს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის 2021-2027 წლების ძირითადი მიმართულებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

როგორც ჰელენ სანდ ანდრესენმა აღნიშნა, საქართველო ნორვეგიის სამეფოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და, შესაბამისად, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.

საუბარი შეეხო სოფლისა და სოფლის მეურნეობის, აგროტურიზმის, გარემოსდაცვითი და აკვაკულტურის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და ელჩის მრჩეველი მარკო სოლდიკი ესწრებოდნენ,” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები