გიორგი ვოლსკი: ცოტა რთულია იმ ქონებისა და იმ საკუთრების დატოვება, რაც სააკაშვილს თუნდაც უკრაინაში ან აშშ-ში გააჩნია

“ცოტა რთულია იმ ქონებისა და იმ საკუთრების დატოვება, რაც სააკაშვილს თუნდაც უკრაინაში ან აშშ-ში გააჩნია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, “სამწუხაროა, რომ დღეს სააკაშვილი განაგებს იმ სიტუაციას, რომელიც სუფევს შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში”.

“ცოტა რთულია იმ ქონებისა და იმ საკუთრების დატოვება, რაც თუნდაც უკრაინაში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში გააჩნია, მაგრამ, მეორე მხრივ, თემა, რომ სხვისი ხელით, როგორც თვითონ ამბობს “ხელი გაანძრიეთ და ჩამოვალ” ეს არის მთავარი ფორმულა, რომელსაც გვთავაზობს. მე არ მინდა, სარკასტული განცხადება გავაკეთო, მაგრამ ერთი კი მინდა, ვთქვა, სამწუხაროა, რომ დღეს სააკაშვილი განაგებს იმ სიტუაციას, რომელიც სუფევს შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში,” – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია “დოჟდისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას კონკრეტული თარიღი საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით არასდროს დაუსახელებია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები