“თუ ისინი შემოვლენ, გამოიძიებენ და დაადგენენ, რომ ერთი პროცენტით მაინც საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იყო რაიმენაირი გადახრა, გაყალბებას ვგულისხმობ, მაშინ მმართველი გუნდი მზად არის, რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, უსაფუძვლო განცხადებების გამო ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ვერ დაინიშნება.
„საზოგადოება დაიღალა ამ ერთი და იმავეს მოსმენით, მაგრამ რა ვქნათ, სამწუხაროდ, გვიწევს ამის გაკეთება, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თუ ისინი შემოვლენ, გამოიძიებენ და დაადგენენ, რომ ერთი პროცენტით მაინც საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იყო რაიმენაირი გადახრა, გაყალბებას ვგულისხმობ, მაშინ მმართველი გუნდი მზად არის, რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. უკვე ოთხი თვეა, რაც ვერ ამტკიცებენ, ვერ დაუმტკიცეს ვერც ქართულ საზოგადოებას, თავიანთ ამომრჩევლებსაც კი, საერთაშორისო საზოგადოებას, მაშინ ამ განცხადებებს არანაირი საფუძველი არ აქვს და უსაფუძვლო განცხადებების გამო, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ვერ დაინიშნება, ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.