მიხეილ სარჯველაძე: ვფიქრობ, ოპოზიციაში მოინახებიან ძალები, რომელთათვის ქვეყნის ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე ვიწროპარტიული ინტერესები

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციაში მოინახებიან ძალები, რომელთათვის ქვეყნის ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე ვიწროპარტიული ინტერესები.

მისივე თქმით, ოპოზიციის მოთხოვნები ულტიმატუმის წამოყენებას ჰგავს.

„არსებობს შესაძლებლობა, მხარეები დავსხდეთ და ვიფიქროთ იმაზე, რა შეიძლება, იყოს საერთო ხედვის წერტილები, რასთან დაკავშირებით შეიძლება, გაგრძელდეს შემდგომი თანამშრომლობა და მუშაობა. ეს აუცილებელია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, ოპოზიციაში მოინახებიან ძალები, რომელთათვის ქვეყნის ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე ვიწრო პარტიული ინტერესები. ოპოზიციის მოთხოვნები მოლაპარაკების წინ ულტიმატუმის წამოყენებას ჰგავს”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები