ალუდა ღუდუშაური: ადამიანებს არ ვითვლით, მაგრამ ეს აქციები ხალხმრავლობით არ გამოირჩევა, არანაირი განსაკუთრებული მობილიზაცია არ არის

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – ალუდა ღუდუშაური ფიქრობს, რომ ოპოზიციის მიერ დაგეგმილი დღევანდელი აქცია კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში ჩატარდება.

მისი თქმით, ეს აქციები ხალხმრავლობით არ გამოირჩევა და არანაირი განსაკუთრებული მობილიზაცია არ არის.

„ვფიქრობ, საპროტესტო აქცია ჩატარდება კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში. არ ვფიქრობ, რომ ვინმეს თავი გაუცხელდება და ისეთ მოქმედებას განახორციელებს, რომელსაც მათი მხრიდან საზოგადოებაც მიჩვეულია. არ მგონია, რომ რაიმე განსაკუთრებული ხდებოდეს. ადამიანებს არ ვითვლით, მაგრამ ეს აქციები ხალხმრავლობით არ გამოირჩევა, არანაირი განსაკუთრებული მობილიზაცია არ არის. არ მგონია, დღევანდელი აქცია იმისგან რაიმეთი განსხვავებული იქნება, როცა უგულავა 15 ადამიანთან ერთად რუსთაველის გამზირზე დადიოდა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები