ბაიდენმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გაახანგრძლივა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის მიერ 2020 წლის პირველ მარტს ქვეყანაში შემოღებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გაახანგრძლივა.

“2020 წლის პირველ მარტს პრეზიდენტმა ქვეყანაში კოვიდ19-ის პანდემიასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა. პანდემია ქვეყნის უსაფრთხოებისა და საზოგადოებისთვის საფრთხეს ისევ წარმოადგენს”, – ნათქვამია ბაიდენის განკარგულებაში.​

შესაბამისად, აშშ-ის საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი პირველი მარტის შემდეგაც გაგრძელდება, თუმცა, გახანგრძლივების ზუსტი ვადა დაკონკრეტებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები