ამირან სალუქვაძე – შეზღუდვების შემსუბუქებაზე: ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული

„ძალიან კარგია, რომ შეზღუდვების მოხსნის შესახებ დროში გაწერილი გეგმა გამოცხადდა და არა მხოლოდ ერთი ეტაპი, როგორც მანამდე, რათა ბიზნესმა, ხალხმა, დაგეგმონ და მოემზადონ“ – ექსპერტი ამირან სალუქვაძე შეზღუდვების ეტაპობრივ შემსუბუქებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ამირან სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ახლა ყველაფერი მოქალაქეებზეა დამოკიდებული.
„ძალიან კარგია, რომ შეზღუდვების მოხსნის შესახებ დროში გაწერილი გეგმა გამოცხადდა და არა მხოლოდ ერთი ეტაპი, როგორც მანამდე, რათა ბიზნესმა, ხალხმა, დაგეგმონ და მოემზადონ.
მოკლედ, როგორც ვხედავთ, მიუხედავად დიდი მსხვერპლისა, ჩვენთანაც და მსოფლიოშიც, 7 მლრდ ადამიანი არავის დაუხოცავს და ჩაკეტვების ინტერესიც არავის აქვს. დაჩიპვის შიშებიც გაუვლის ხალხს.
შეზღუდვების მოხსნის გრაფიკი:
– სამთო კურორტები, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იხსნება ხვალიდან, 25 თებერვლიდან,
– რესტორნების შიდა სივრცეები, ბავშვთა ბაგები 1 მარტიდან,
– ბაზრობები, საცალო და სავაჭრო ცენტრები, სამთო კურორტების საბაგიროები 8 მარტიდან,
– თეატრები, ანსამბლები, სპორტული კლუბები და დარბაზები 15 მარტიდან,
– სპორტული შეჯიბრები, თეატრალური წარმიდგენები 1 აპრილიდან.
ესაა რაც მოვასწარი. მაინც გადაამოწმეთ.
იმედია მოქალაქეები თავად გამოვიჩენთ პასუხისმგებლობას და ჩვენი გავამკაცრებთ წესების დაცვას მაკონტროლებლების გარეშე, რადგან ახლიდან არ მოგვიწიოს შეზღუდვების დაწესება. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული: პირბადეები, ხელების ხშირი დასპირტვა/დაბანა, განსაკუთრებით, როცა რაიმეს შევეხებით და ა.შ“ – წერს ამირან სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები