კიევში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა – გამოყენებულია ცრემლსადენი გაზი (ფოტო, ვიდეო)

კიევში, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გუშინ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პროტესტი გამოწვეული იყო “მემარჯვენე სექტორის”ყოფილი ხელმძღვანელსთვის, სამოქალაქო აქტივისტ სერგეი სტერნენკოსთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთით, რომელსაც პროკურატურა ადამიანის გატაცებას ედავება.

როგორც კიევის პოლიციაში აცხადებენ, აქციის მონაწილეები გაზის ბალონებსქ და შაშხანებს იყენებდნენ, სამართალდაცველების გაფრთხილებაზე ისინი არ რეაგირებდნენ, რაც შეტაკებაში გადაიზარდა. 27 -მა ძალოვანმა თვალის არეში დამწვრობა მიიღო.

ამის შემდეგ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

სამართალდამცველებმა აქციის 24 მონაწილე პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავა.

ოდესის რაიონულმა სასამართლომ 23 თებერვალს სტერნენკოს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, 2015 წელს ოდესის ოლქის რაიონული საბჭოს დეპუტატის, სერგეი სჩერბიჩის გატაცებისთვის.

თავად ბრალდებულმა განაცხადა, რომ განაჩენი მთავრობის მიერ არის ნაკარნახევი, ზელენსკი კი მას ადრე ძალოვან უწყებაში თანამდებობას სთავაზობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები