ოპოზიციის ლიდერები და აქციის მონაწილეები პარლამენტისკენ მსვლელობით დაიძრნენ
ოპოზოციის წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციიდან პარლამენტისკენ მსვლელობით დაიძრნენ. ამის შესახებ კანცელარიიდან ,,კვირას” კორესპონდენტი იტყობინება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ოპოზიციურ პარტიების ლიდერების განცხადებით, მათ ხელისუფლების მიმართ ორი მოთხოვნა აქვთ: ნიკა მელიას გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან მას შემდეგ დაინიშნა, რაც სასამართლო განჩინების საფუძველზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.
ოპოზიციამ 26 მაისს მსვლელობა დააანონსა სახელწოდებით – “საქართველოს გადარჩენისთვის”.