გიორგი ბარამიძე: ხელწერილის საფუძველზე გამათავისუფლეს
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
მისივე თქმით, ბრძოლა გრძელდება.
“ენმ-ის ოფისის შტურმისას ჭყლეტვაში და გაზის გამო ცუდად გავხდი, თვალები პოლიციის მანქანაში გავახილე, შსს -ის შუშის შენობაში სასწრაფომ დახმარება აღმომიჩინა, გამიფორმეს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით დაკავება, ბორკილებიც დამადეს, მაგრამ 1 საათში ხელწერილით გამომიშვეს. მოვბრუნდი ჩვენს ოფისში. ალბათ, დღეს საღამოსკენ (ან ხვალ) იქნება ჩემი და ჩვენი ოფისის შტურმისას სხვა დაკავებულების სასამართლო პროცესი. ყველას დიდი მადლობა მოკითხვისა და შეწუხებისათვის! ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება გავრილოვების რეჟიმის დასრულებამდე”, – წერს ბარამიძე.
ცნობისთვის, სამართალდამცველებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.