ირაკლი კობახიძე – მელიაზე: მზად იყო, ყველაფერი ეკადრა – ნებისმიერი ადამიანის პატიმრობა თავისთავად მტკივნეულია

“ნიკა მელია მზად იყო, ყველაფერი ეკადრა, განსაკუთრებით, ძალაუფლების დაბრუნების პირობებში”, – ასე გამოეხმაურა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას.

მისივე თქმით, ნებისმიერი ადამიანის პატიმრობა მტკივნეულია.

“მიუხედავად იმისა, რომ ნიკანორ მელია გამოირჩეოდა, სისხლის სამართლის ენაზე რომ ვთქვათ, განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით და მზად იყო, ყველაფერი ეკადრა, განსაკუთრებით ძალაუფლების დაბრუნების პირობებში, ნებისმიერი ადამიანის პატიმრობა თავისთავად არის მტკივნეული”, – აღნიშნა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები