ლადო სადღობელაშვილი: სპეცოპერაცია დაიგეგმა და შესრულდა უმაღლეს დონეზე!

“ეს იყო პროფესიონალიზმის დემონსტრირება! მე დარწმუნებული ვარ, დასავლეთის ყველაზე დემოკრატიულ და ლიბერალურ ქვეყნებსაც კი შეშურდებათ!”, – ასე აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია „პრიორიტეტული მიმართულების განვითარების ცენტრის“ დამფუძნებელი, ლადო სადღობელაშვილი ნიკა მელიას დაკავების ფაქტს.

იგი აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა ოპერაცია უსისხლოდ და კანონის სრული დაცვით ჩაატარეს.

“სპეცოპერაცია დაიგეგმა და შესრულდა უმაღლეს დონეზე! ისე, რომ ,,ნაცებს,, თმის ღერიც კი არ ჩამოვარდნიათ! უსისხლოდ! ყველა ნორმის, სტანდარტისა და კონვენციის დაცვით! ავეჯსა და ოფისს თვითონ ნაცები ლეწავდნენ, ყოველ შემთხვევაში, ტელევიზიით ასე ჩანდა! აგრესიულად იქცეოდნენ მხოლოდ “ნაცები”! შსს-ს თანამშრომლებს მოთმინებისა და გაწონასწორებულობისთვის პრემიები!!!
ეს იყო პროფესიონალიზმის დემონსტრირება! მე დარწმუნებული ვარ, დასავლეთის ყველაზე დემოკრატიულ და ლიბერალურ ქვეყნებსაც კი შეშურდებათ!
ერთი წამით წარმოიდგინეთ, ეს რომ “ნაცების” დროს ყოფილიყო, რა მოხდებოდა?! ,გახსოვთ 7 ნოემბერი? 2009 წლის გაზაფხულის პერიოდი და საკნების ქალაქი? გახსოვთ 26 მაისი?! დალეწილი ეკლესიები გახსოვთ?! ხმას როგორ იღებთ, თქვე გოშიებო?!
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შსს! მადლობა პრემიერს! მადლობა შსს-ს მინისტრს!”, – წერს სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები