“მმართველი ძალა ყოველთვის პასუხისმგებელია ქვეყანაში მიმდინარე ნებისმიერ პროცესზე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით სერგეენკო “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებაზე საუბრისას აცხადებს.
მისივე თქმით, ესკალაციისთვის მზადება ოპოზიციის ნაწილისგან მაღალი იყო.
“ის მოვლენები, რაც ბოლო დღეებში და დღეს დილით განვითარდა, სამი ნაწილისგან შედგება: პოლიტიკური, სამართლებრივი და კომუნიკაციური. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ და სასამართლომ მაქსიმალურად სწრაფად, მოკლე დროში გააკეთოს აქცენტირება სამართლებრივზე და მალე მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება.
მმართველი ძალა ყოველთვის პასუხისმგებელია ქვეყანაში მიმდინარე ნებისმიერ პროცესზე. ესკალაციისთვის მზადება ოპოზიციის ნაწილისგან ძალიან მაღალი იყო, ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში”, – აღნიშნა სერგეენკომ.