პავილიონისი მელიას დაკავებაზე: მსოფლიომ ამას პასუხი უნდა გასცეს
ენმ-ის ოფისში განხორციელებულ სპეცოპერაციასა და ნიკა მელიას დაკავებას ლიეტუვას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმუნტას პავილიონისი ეხმაურება.
როგორც მან განაცხადა, მსოფლიომ ამას პასუხი უნდა გასცეს.
“როგორც ჩანს, მართალი ვიყავი იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთებმა ლიეტუვასა და, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან საქართველოში, გამაკრიტიკეს იმის გამო, რომ ვცდილობდი, შემეჩერებინა ის, რაც ახლა ხდება. ,,ნაციონალური მოძრაობის,, სათავო ოფისი შტურმით აიღეს გაზით, როგორც ამას პუტინი აკეთებს. ოპოზიციის ლიდერი დაკავებულია იმის მიუხედავად, რომ მთლიანი ოპოზიცია აცხადებს, რომ ისინი მზად არიან დიალოგისა და მოლაპარაკებებისთვის ხელისუფლებასთან. თუმცა, ივანიშვილის შემსრულებლები მოქმედებდნენ, როგორ პუტინი ან ლუკაშენკო. ჩვენ გვჭირდება, ავიმაღლოთ ხმა და დავარეგულიროთ ეს ყოველივე. გუშინ მე ვესაუბრე მთელს მსოფლიოს, დღეს კი მსოფლიომ ამას პასუხი უნდა გასცეს”, – წერს პავილიონისი