21-25 თებერვალს, ქართული კომპანიები – Gulfood 2021 გამოფენაში იღებენ მონაწილეობას
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, 2021 წლის 21-25 თებერვალს, ქართული კომპანიები – Gulfood 2021 გამოფენაში იღებენ მონაწილეობას. პანდემიით გამოწვეული ერთ წლიანი პაუზის შემდეგ გამოფენა – Gulfood 2021 არის პირველი საერთაშორისო ფიზიკური ღონისძიება, რომელშიც საქართველოს დელეგაცია იღებს მონაწილეობას. გამოფენა ტრადიციულად ქალაქ დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმართება და ყოველწლიურად საშუალოდ 92 000 ვიზიტორი სტუმრობს. იგი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს სასმელი და საკვები პროდუქტის სექტორში. Gulfood-ზე მონაწილეობა თითქმის ყველა ტიპის პროდუქტის მწარმოებელს შეუძლია, გარდა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებისა. “აწარმოე საქართველოში” სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაში მონაწილეობას იღებს 14 ქართული კომპანია. კომპანიების შერჩევა განხორციელდა სააგენტოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული კრიტერიუმების და თანადაფინანსების მექანიზმის საფუძველზ