მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ნიკა მელია როგორმე ციხეში მოხვდეს
“ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ნიკა მელია როგორმე ციხეში მოხვდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ,,რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა, მმართველი გუნდი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ განიხილავს.
“როდესაც მოლაპარაკების წინ საკითხი ამგვარად გაისმის, თუნდაც, ზაალ უდუმაშვილის ნათქვამი, რომ ერთადერთი, რაც ხელისუფლებას უნდა მოველაპარაკოთ, არის ის, რომ ხელახალი არჩევნები როდის ჩატარდება და არაფრად დაგიდევენ იმას, გაყალბდა თუ არ გაყალბდა, საკუთარ მოვალეობადაც არ მიაჩნიათ, რომ ადამიანებს აუხსნან და მხოლოდ სიტყვა გაყალბების შემდეგი ეპითეტებით შემკობაა მათი მსჯელობის დასაწყისიც და დაბოლოებაც, რა თქმა უნდა, არასწორი მოცემულობაა. ჩემი მოწოდებაა, რომ მართლაც კალაპოტში ჩავაყენოთ პროცესები, მართლაც მოვილაპარაკოთ არა ამ განწყობით, რომ ხელისუფლებას უნდა ელაპარაკონ მხოლოდ იმ საკითხებთან დაკავშირებით, თარიღი როგორ გაირკვევა და ა.შ. – არა, დავიწყოთ ლაპარაკი იმასთან დაკავშირებით, მათი თითოეული მოთხოვნა, რამდენად არის არგუმენტირებული.
ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ნიკა მელია როგორმე მოხვდეს ციხეში. სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით და ვერ მეტყვით ვერცერთ სახელმწიფოს დედამიწის ზურგზე, რომელის კონსტიტუციაშიც არ წერია იგივე პრინციპი, ეს არის სახელმწიფოს ფუნდამენტური პრინციპი, რომ სასამართლო აქტები უნდა შესრულდეს”, – განაცხადა სარჯველაძემ.