მიხეილ სარჯველაძე: საკითხების მოლაპარაკების გზით გადაჭრა ჩვენს დღის წესრიგში რჩება

“პოლარიზაციის განმუხტვისთვის, „ქართული ოცნების“ მხრიდან ყველა კონსტრუქციული შეთავაზება გაკეთებულია, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ მმართველი გუნდი მოლაპარაკებებს რაიმე ფორმით ხელს არ უწყობს, არასწორია.

„შეფასება არასწორია, რომ შეიძლება, „ქართული ოცნება“ აღმოჩნდეს კრიტიკის საგანი იმ თვალსაზრისით, რომ მოლაპარაკებებს რაიმე ფორმით ხელს არ უწყობდეს. პირიქით, მაგალითად, არჩევნების მომდევნო დღიდანვე მთავარი გზავნილი, რომელსაც ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამბობს, ეს არის მოლაპარაკებების გზით საკითხების გადაჭრა. ეს ჩვენს დღის წესრიგში პოლიტიკური პროცესების წარმართვის მთავარ საშუალებად რჩება. განსხვავებით გარკვეული ოპოზიციური ძალებისგან, რომელთაც მართლაც აქვთ სრულიად დესტრუქციული დღის წესრიგი და ამას საქართველოს მოსახლეობა ძალიან მკაფიოდ აღიქვამს. რეალურად, ყველა კონსტრუქციული შეთავაზება, რაც კი შეიძლება, ყოფილიყო ნებისმიერი მიმართულებით პოლარიზაციის განმუხტვისთვის, „ქართული ოცნების“ მხრიდან ყველა შეთავაზება გაკეთებულია და ჯერი ოპოზიციაზეა. მათ შორის, არჩევნების შედეგების შემოწმებასთან დაკავშირებით, თუმცა, ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ ინსტრუმენტთან დაკავშირებით სრულიად გაურკვეველი მიზეზებით, ინდიფერენტულ დამოკიდებულებას ინარჩუნებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები