ირაკლი ღარიბაშვილი: ფაქტი, რომ ოპოზიციად წოდებული დესტრუქციული ძალა არ შემოდის პარლამენტში, არის აბსოლუტურად მიზანმიმართული საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ

“ფაქტი, რომ ჩვენი ოპოზიციად წოდებული დესტრუქციული ძალა არ შემოდის საქართველოს პარლამენტში, არის აბსოლუტურად მიზანმიმართული საბოტაჟი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციასაც მიმართა.

„ის, რაც ხდება დღევანდელ პარლამენტში, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ფაქტი, რომ დღეს ჩვენი ოპოზიციად წოდებული დესტრუქციული ძალა არ შემოდის საქართველოს პარლამენტში, არის აბსოლუტურად მიზანმიმართული საბოტაჟი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. მინდა, მათ მივმართო. ვიცი, რომ არ შეიძლება, არსებობდეს იმაზე მეტი საფუძველი კონსენსუსისთვის, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მომავალია. ჩვენი პოლიტიკური პოზიციები შეიძლება, ვერასდროს დაუახლოვდეს ერთმანეთს და ღმერთმა დაიფაროს, დაუახლოვდეს მათ პოზიციებს, მაგრამ ჯანსაღი ოპონირება, სამუშაო რეჟიმში დისკუსია ყველას დაგვეხმარება მათ დახვეწაში. მერწმუნეთ, რომ ხალხს ნაკლებად აინტერესებს მაგალითად, საარჩევნო კოდექსის რაღაც გარკვეული დეტალები, თუ რა გზით მოხვდებიან ადამიანები პარლამენტში, თუკი ამ შენობიდან, ტრიბუნიდან არ ისმის მათი სათქმელი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები