გიგი უგულავა: თუ ხელისუფლება შტურმს გადაწყვეტს, ეს იქნება კატასტროფა ქვეყნისა და თვითონ ხელისუფლებისთვის
„მოდით, გულწრფელები ვიყოთ, ქვეყანა კატასტროფის ზღვარზე იმყოფება. თუ ხელისუფლება შტურმს გადაწყვეტს, ეს იქნება კატასტროფა ქვეყნისა და თვითონ ხელისუფლებისთვის”, – ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ოპოზიციის საერთო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს ასევე იქნება კატასტროფა უდანაშაულო ადამიანებისთვის.
“ეს იქნება კატასტროფა ბევრი უდანაშაულო ადამიანისთვის. ჩვენ ხელისუფლებამ უკან დასახევი გზა უბრალოდ აღარ დაგვიტოვა. მთელი 8 წელიწადი ხელისუფება ყველაფერს აკეთებდა, რომ მილიონზე მეტი საკუთარი თანამოქალაქე საკუთარ ქვეყანაში მეორეხარისხოვან მოქალაქედ გამოეცხადებინა, რომელსაც შეგიძლია აგინო, აფურთხო, შეურაცხყო, დაამცირო, ყველა კანონის სიმკაცრე გაავრცელო და ეს ყველაფერი დაუსჯელი დარჩეს. ამიტომ, ერთ მხრივ, ჩვენ ვართ მტკიცე, როგორც არასდროს. მშვიდი, როგორც არასდროს. ამავე დროს, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სიტუაციის დეესკალაცია მოხდეს. სწორედ ამით არის ნაკარნახევი ის ნაბიჯი, რომელიც ყველამ ერთად ჩვენი პარტნიორების თხოვნით მივიღეთ“,-განაცხადა უგულავამ.