ნიკა მელია – ჩემს ხელზე ოკუპანტის ბორიკლი დაედება თუ არა, ეს საკითხი ასე არ დგას, არამედ, უფრო მწვავედ – ხელისუფლებამ უნდა აღიაროს ოპოზიცია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესები ვერ ნორმალიზდება
„ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ლიეტუვის სეიმის წევრს ჟიგიმანტას პავილიონს პარტიის ოფისში შეხვდა.
როგორც მელიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, პავილიონის ვიზიტი საქართველოში დემოკრატიის გადარჩენას და ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ხელშეწყობას ემსახურება.
„შევხვდი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირს, ჟიგიმანტას პავილიონს და ქვეყნისა, რომელიც „ნატოსა’ და ევროკავშირის წევრია. იგი საქართველოში ვიზიტს მომავალი თვის დასაწყისში გეგმავდა, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი არაოდრინალური სიტუაციიდან გამომდინარე ვიზიტის თარიღი გადმოწია.
მისი ვიზიტი საქართველოში დემოკრატიის გადარჩენას და ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ხელშეწყობას ემსახურება. ხელისუფლებას, რომელსაც პრაქტიკულად ალყაში ვყავართ და ამ დროს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენელი ჩამოდის და გვთავაზობს თანამშრომლობას, ნამდვილად მისასალმებელია.
ნიკა მელიას ხელზე ოკუპანტის ბორკილი დაედება თუ არა, ეს საკითხი ასე არ დგას, არამედ, უფრო მწვავედ, რომ სანამ სახელმწიფოში არჩევნებში დამარცხებული უმცირესობა არ მიულოცავს გამარჯვებლს, ვერ ჩაითვლება დემოკრატიულ წესწყობილებად და ასევე, მნიშვნელოვანია, რომ გამარჯვებულმაც აღიაროს დამარცხებული. ხელისუფლებამ უნდა აღიაროს ოპოზიცია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესები ვერ ნორმალიზდება.
ჩვენი მოკავშირის ჟიგიმანტას პავილიონას ვიზიტის ფარგლებში ის მთავარი წუხილია წამოწეული, თუ რა პერსპექტივა გვექნება მომდევნო წლებში,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.