ნიკა მელია – უნდა მიხვდნენ, რომ ოკუპანტის ბორკილი ნიკა მელიას ხელზე არ დაიდება

უნდა მიხვდნენ, რომ ოკუპანტის ბორკილი ნიკა მელიას ხელზე არ დაიდება, ეს მისია შეუსრულებელია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტიის ოფისში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ქართულმა ოცნებამ“ უკან უნდა დაიხიოს. უნდა მიხვდნენ, რომ ოკუპანტის ბორკილები ნიკა მელიას ხელზე არ დაიდება, ეს მისია შეუსრულებელია.

სჯობს დღესვე, ხვალვე მიხვდნენ, სანამ მართლაც უმძიმეს მდგომარეობაში არ ჩაიგდებენ თავს. გადაწყვეტილებამ, რომელიც სახელმწიფოს სახელით გამოიტანეს და საპატიმროში უნდა ვიყო, რატომ არ აქვს მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოებაში „ქართულ ოცნებას“? აქ მაინც უნდა დაფიქრდნენ“,-აცხადებს ნიკა მელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები