რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი მაგისტრალური გზების მშენებლობა იქნება – ირაკლი ქარსელაძე

მაგისტრალური გზების მშენებლობა მთავარი პრიორიტეტია, რომლის დაფინანსებაც 2021 წელს 30%-ით იზრდება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

„ამჟამად რიკოთის ყველაზე გამომწვევ მონაკვეთზე საუკუნის პროექტი ხორციელდება – მშენებლობა მიმდინარეობს 39 გვირაბში და 61 ხიდზე. ვიზუალურადაც საკმაოდ ხილულია ეს, როდესაც აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ გადაადგილდება, სამუშაოების პანორამა ძალიან სწრაფად იცვლება. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ თავისი ზეგავლენა მოახდინა ამ პროცესზე, თუმცა მაგისტრალური გზების მიმართულებით დაგეგმილ ნიშნულს მნიშვნელოვნად გადავაჭარბეთ“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები