დავით კაკულია: გუდაუთაში სასტუმროში რუსი სამხედროების შვილები ჩაიწვნენ (ვიდეო)
ჟურნალისტი დავით კაკულია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს,ტექსტით, გუდაუთაში სასტუმროში რუსი სამხედროების შვილები ჩაიწვნენ.
“გუდაუთაში სასტუმროში ჩაიწვნენ რუსი სამხედროების შვილები, საკუთარი ვერ დაიცვეს ამ ნაგვებმა, ვისი უსაფრთხოება უნდა დაიცვან”, – წერს ჟურნალისტი.
არსებული ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთაში ხანძარს ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ქალაქის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ოჩამჩირის ქუჩაზე კერძო სასტუმროში გაჩნდა, რა დროსაც ბავშვების გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მედიის ცნობით, ასევე არიან დაზარალებულები, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდნენ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზებში. შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა ე.წ. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი ლევ კვიწინია.