არჩილ თალაკვაძის შეფასება ჯუანშერ ბურჭულაძესა და ირაკლი ქარსელაძეზე

ჯუანშერ ბურჭულაძე გახლავთ შედეგზე ორიენტირებული, პროგრესული ადამიანი, ირაკლი ქარსელაძე კი გამოცდილი საჯარო მოხელეა, რომელსაც დიდი პროექტების მართვის გამოცდილება აქვს, – ეს განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

თალაკვაძემ თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე წარდგენილ ბურჭულაძეს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე წარდგენილ ირაკლი ქარსელაძეს წარმატებები უსურვა.

“ის საქმიანობდა აშშ-ში, საქართველოს საელჩოში, ძალიან ახლო საქმიანი ურთიერთობები ჰქონდა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან და მის მთავრობასთან.

არაერთმა თქვენგანმა ასევე კარგად იცით მის შესახებ. გამოცდილი პროფესიონალი საჯარო მოხელე, რომელსაც აქვს დიდი პროექტების მართვის გამოცდილება. მასაც მინდა, ვუსურვო წარმატებები მნიშვნელოვან საქმეებში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ მინისტრთა კაბინეტში შემდეგი ცვლილებაა:  მთავრობას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი დატოვა მაია ცქიტიშვილმა, რომელსაც მისი პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე შეცვლის. თანამდებობაზე რჩება ყველა სხვა მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები