აშშ-ში ანომალიურ სიცივეს, სულ მცირე, 47 ადამიანი ემსხვერპლა.
Washington Post-ის ინფორმაციით, მხოლოდ 30 პირი გარდაცვლილია ტეხასის შტატში.
გარდაცვლილთა ნაწილი ბუნებრივ აირს ემსხვერპლა მაშინ, როდესაც გათბობას ცდილობდნენ, ნაწილი – ჰიპორტემიას ან ავტოსაგზაო შემთხვევას.
დაღუპულთა უმრავლესობის ვინაობა ჯერ იდენტიფიცირებული არ არის.
დიდთოვლობა აშშ-ის რამდენიმე რეგიონშია, თუმცა, ყველაზე მეტად დაზარალებული ტეხასის შტატია.