“ჩაკრულო” და ახლა უკვე “აფხაზეთი – საქართველოა”: Perseverance-მა მარსზე ქართული გზავნილი ჩაიტანა

ნასა-მ გუშინ ახალი მარსმავალი – Perseverance გაუშვა, რომელიც მარსზე მდებარე ჯეზეროს კრატერში დაეშვა.

Perseverance მარსზე სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი ნიშნების მოსაძებნად მცირე მასშტაბის გათხრებს ჩაატარებს და პლანეტის გეოლოგიურ მახასიათებლებს შეისწავლის. 2031 წლისთვის NASA როვერის მიერ შეგროვებული ყველა ნიმუშის დედამიწაზე ჩამოტანასაც გეგმავს, რაც ისტორიაში პირველი მსგავსი შემთხვევა იქნება.

Perseverance-ის ბორტკომპიუტერით მარსზე მილიონობით ადამიანის მონაცემი გაიგზავნა, მათ შორის, ქართველების.

“სოხუმი ინფო” წერს, რომ მარსმავალმა წითელ პლანეტაზე გაიტანა ინფორმაცია, რომ აფხაზეთი – საქართველოა (Abkhazia is Georgia) და რომ ჩვენ დავბრუნდებით.

“ამრიგად, მარსზეც კი იციან უკვე, რომ აფხაზეთი – საქართველოა”, – წერს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები