აფხაზმა ე.წ. დეპუტატებმა რკინიგზის საკითხი რუსეთის დუმაში განიხილეს

აფხაზი ე.წ. დეპუტატები 12-17 თებერვლის პერიოდში მოსკოვში ე.წ. სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ, სადაც რუსეთის დუმაში ე.წ. კოლეგებს შეხვდნენ, რომელთანაც ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნის საკითხი განიხილეს.

როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ასტამურ ლოგუამ განაცხადა, რუსმა დეპუტატებმა დუმისადმი აფხაზი ე.წ. დეპუტატების შესაბამისი შინაარსის მიმართვას მხარი დაუჭირეს.

“ჩვენც მიმართვას მხარი დაუჭირეს. პასუხისმგებლიანმა ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა მიიღონ არსებული რეალობა, საუკუნეების განმავლობაში უნდა ვიცხოვროთ გვერდიგვერდ, აფხაზეთის მაგივრად იტალია ვერ გამოჩნდება და საქართველოს ნაცვლად – საფრანგეთი. უნდა შევთანხმდეთ თანაბარუფლებიან საფუძველზე”, – თქვა მან.

მისი თქმით, აფხაზებისა და ქართველების გარდა, რეგიონში სომხები, აზერბაიჯანელები, თურქები, ირანელები, რუსებიც ცხოვრობენ და ძალიან სურს, რომ “აფხაზეთი და საქართველო უთანხმოების ფაქტორი გახდეს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები