ტყვარჩელის რაიონში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, ორი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა, ორს კი საფრთხე ემუქრება – ვითარება კონტროლზე ე.წ. მინისტრმა აიყვანა

ოკუპირებული ტყვარჩელის სოფელ ბედიაში, სადაც 15 იანვარს მეწყერი ჩამოწვა, ვითარება უარესდება. ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ მეწყრული პროცესის შედეგად ჩანგრეული გზის ნაწილი ყოველდღიურად სულ უფრო იშლება, ორ ოჯახს საფრთხე ემუქრება.

თუმცა, ამ დრომდე ადგილზე აღდგენითი სამუშაოები არ დაწყებულა. სტიქიური უბედურების შედეგად ორი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.

ამჟამად, მხოლოდ ის არის გაკეთებული, რომ ტყვარჩელის რაიონის ე.წ.ადმინისტრაციამ დე ფაქტო მთავრობაში შესაბამისი დოკუმენტები გაგზავნა, რომელიც, ამ ეტაპზე, განხილვას ექვემდებარება.

16 თებერვალს გზის ავარიული მონაკვეთი ე.წ.ვიცეპრემიერმა მოინახულა, ამის შემდეგ კი ე.წ.შესაბამის უწყებებს დაავალა, შეიმუშაონ შესწავლის პროცესში რუსი სპეციალისტების ჩართვის შესაძლებლობა.

დღეს კი სოფელ ბედიაში ე.წ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, ლევ კვიწინია იმყოფებოდა, რომელმაც ვითარება პირად კონტროლზე აიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები