ანდრიუს კუბილიუსი: მმართველი და ოპოზიციური პარტიები უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს და დაიწყოს დიალოგი ეროვნული ერთობისთვის

“მმართველი და ოპოზიციური პარტიები უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს და დაიწყოს დიალოგი ეროვნული ერთობისთვის”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი Twitter-ზე წერს.

მისი თქმით, ქვეყნის მომავლის წინაშე პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება.

„საქართველო არის გზაჯვარედინზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელების შესაძლებლობა საფრთხის ქვეშაა. ყველა – მმართველი და ოპოზიციური პარტიები უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს და დაიწყოს დიალოგი ეროვნული ერთობისთვის. ქვეყნის მომავლის წინაშე პასუხისმგებლობა ყველა მათგანს ეკისრება“, – წერს კუბილიუსი.

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა დატოვა. პრემიერმინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები