დავით ბაქრაძე: ვაფასებ გიორგი გახარიას დღევანდელ ნაბიჯს გადადგომაზე
“მიუხედავად ჩემი ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულებისა გიორგი გახარაიასადმი, მისი დღევანდელი ნაბიჯი გადადგომაზე დასაფასებელია”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განაცხადა.
ბაქრაძის თქმით, პროცესების ნორმალიზაციით ქვეყანა მშვიდობიანი ცვლილებებისკენ უნდა წავიდეს.
„ეს იყო პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, რომელმაც შექმნა შანსი იმისა, რომ ავირიდოთ დაპირისპირებები, „დამწვარი ხიდები“ და ყველა ერთად პროცესების ნორმალიზაციით წავიდეთ მშვიდობიანი ცვლილებებისა და სტაბილურობისკენ.
გახარიას გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ ვიტყვი, დასაფასებელია, რადგან მან ამით ღიად განაცხადა მელიას საქმის მოტივაციაზე და შექმნა მომენტი, როდესაც, ქართული საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად, ამ ქვეყანაში ერთპარტიულმა პარლამენტმა კი არ უნდა აირჩიოს პრემიერი, არამედ უნდა იყოს პოლიტიკური პროცესი, განიმუხტოს სიტიაცია და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები“, – განაცხადა ბაქრაძემ.
დღეს გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა.