შსს-ს წარმომადგენლებმა “ნაცმოძრაობის” ოფისის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს
შსს-ს გამომძიებლებმა “ნაციონალური მოძრაობის” მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.
უწყების წარმომადგენლებს ნიკა მელიასთვის სასამართლოს განჩინების გადაცემა სურდათ, თუმცა, ისინი მელიას მხარდამჭერებმა შენობაში არ შეუშვეს.
გამომძიებლებს მელიას ადვოკატი შეხვდა, რომელმაც შსს-ს წარმომადგენლებს უთხრა, რომ შეუძლიათ, მას გადასცენ განჩინება, თუმცა, სამართალდამცველებმა დიმიტრი საძაგლიშვილს განჩინება არ გადასცეს.
მანამდე, გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ “სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ხელის შეშლა ისჯება კანონით. გაფრთხილებთ, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, ყველა წინააღმდეგობის გამწევი პირის მიმართ, მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები”.