“მელიასთან დაკავშირებით მოსამართლემ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელა და შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება”

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, გივი მიქანაძის განცხადებით, ნიკა მელიასთან დაკავშირებით მოსამართლემ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელა და შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება.

როგორც მიქანაძემ, “პირველი არხის” გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ტელეკომპანიებს სასამართლოს მხრიდან უფლება მიეცათ, ამ პროცესის ღია ეთერში გადაცემა მომხდარიყო.

„წარდგენილი ფაქტებისა და გარემოებების, მტკიცებულებების საფუძველზე მოსამართლემ იმსჯელა და შესაბამისად მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს, შესაბამისად, საზოგადოებამ ნახა დღის ოთხი საათიდან მიმდინარე პროცესი და მიეცა შესაძლებლობა, ენახა, რა არგუმენტაცია იყო, როგორც პროკურატურის, ისე დაცვის მხარის“, – განაცხადა მიქანაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები