მამუკა ხაზარაძე: ხელისუფლებას დიდი დღე არ უწერია!

ხელისუფლებას, რომელიც გავრილოვისა და ჩვენი ქვეყნის მტრების გულის გასახარად მოქმედებს, დიდი დღე არ უწერია!, – ასე აფასებს ნიკა მელიას საქმეთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის” დამფუძნებელი და თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.

მისივე აზრით, “ქვეყანა გადასარჩენია, თორემ ძალიან მალე საბჭოთა კავშირში გავიღვიძებთ”!

“აქ საქმე მარტო ნიკა მელიას მიმართ განაჩენში არაა, აქ საქმე ქვეყნის ორიენტაციის ცვლილებაში, თავისულების დაკარგვაში,
არჩევნების გაყალბებაში,
ანაკლიის პროექტის ჩაშლაში,
სიღატაკესა და უმუშევრობაში, კორუფციასა და ნეპოტიზმში,
ქვეყნის საერთაშორისო, დემოკრატიული და ცივილური სამყაროს რუკიდან გაქრობაშია…

ქვეყანა გადასარჩენია, თორემ მალე, ძალიან მალე საბჭოთა კავშირში გავიღვიძებთ!”, – აცხადებს ხაზარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები