შსს-ს განმარტება „ნაცმოძრაობის“ ოფისთან ახლოს მდებარე ბაზაზე: იქ ყოველდღიურად ხდება თანამშრომლების გადაადგილება და დღეს არაფერი განსაკუთრებული აღნიშნულ ბაზაზე არ ხორციელდება
შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის მეორე განყოფილების ბაზა მდებარეობს, სამართალდამცავების მობილიზებაა.
„აღნიშნულ ადგილზე მდებარეობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზა. იქ ყოველდღიურად ხდება თანამშრომლების გადაადგილება. დღეს არაფერი განსაკუთრებული აღნიშნულ ბაზაზე არ ხორციელდება“, – განაცხადეს შსს-ში.