პეტრე ცისკარიშვილი: აქ ვართ, ფიზიკურად ვდგავართ ამ შენობაში და ნიკა მელიას არ გავატანთ

მელიას დაცვას რაც შეეხება, ჩვენ აქ ვართ, ფიზიკურად ვდგავართ ამ შენობაში და ნიკა მელიას არ გავატანთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მათთვის მთავარია, რომ ოპოზიცია იყოს ერთიანი.

„ჩვენთვის მთავარია ოპოზიცია იყოს ერთად, პოლიტიკურ დღის წესრიგს, რომელსაც ოპოზიცია ქმნის ამას არ ვაკეთებთ მხოლოდ ჩვენ, ჩვენი პარტია, არამედ კომუნიკაცია გვაქვს მთელ ოპოზიციურ სპექტრთან. მოსამართლე იტყვის და გამოაცხადებს იმ გადაწყვეტილებას, რაც გუშინ საღამოს ან დღეს დილას დაავალა „ქართულმა ოცნებამ“. იმედი მაქვს, რომ კეთილგონიერები იქნებიან და პატიმრობას არ შეუფარდებენ, თუმცა არაფერს გამოვრიცხავთ. ჩვენი გეგმა და ამოცანაა, რომ ოპოზიცია იყოს ერთიანი თავის გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებში. მელიას დაცვას რაც შეეხება, ჩვენ აქ ვართ, ფიზიკურად ვდგავართ ამ შენობაში და ნიკა მელიას არ გავატანთ. თუ მოვლენ, შემოვიდნენ და ვნახოთ, თუ მათ უღირთ, რომ აქ შენობა დალეწონ და შემოვიდნენ, ჩვენ აქ დავხვდებით, არსად არ მივდივართ. ნიკა მელია თავის ფეხით არ ჩაბარდება გავრილოვის დაკვეთის აღმსრულებლებს. ჩვენ აქ ვართ და არსად არ მივდივართ“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები