აჭარაში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შვიდი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შვიდი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 35 285-ს შეადგენს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკა დატოვა ხუთმა პაციენტმა. ამასთან, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან ოთხის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
მათივე ცნობით, კლინიკაში მკურნალობს 167 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 102, ონლაინკლინიკაში კი 121.