საქართველოში კორონავირუსით კიდევ 13 ადამიანი გარდაიცვალა

“სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა გვაქვს”, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 390 პირი ემსხვერპლა.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 192 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 628 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 564 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 486 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 266 948-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.8%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.4%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 499 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 259 727-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 390 პირი ემსხვერპლა”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები