ზაალ უდუმაშვილი – მელიას საქმეზე: ალბათ, სასამართლოს გზით შეეცდებიან, რომ ეს საკითხი რაღაც სხვა მიმართულებით წაიყვანონ, რომ შედარებით ნაკლები ზიანით გამოძვრნენ ამ ვითარებიდან

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზაალ უდუმაშვილი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, მმართველი პარტია შეეცდება, რომ სასამართლოს გზით აღნიშნული საკითხი სხვა მიმართულებით წაიყვანოს.

“ჩვენი გეგმა არაფრით არ შეცვლილა იმისდა მიუხედავად, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა დღეს პარლამენტი. ეს გადაწყვეტილება დაანონსებული იყო წინასწარ, იყო თითქოს კუნთების ჩვენების მცდელობა “ქართული ოცნების” მხრიდან. ასე იქცევა ყოველთვის მორჩილი პარლამენტი. ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა, რომ რაღაც წინააღმდეგობა გაეწია. მორჩილად მიაჭირეს ხელი ამ ღილაკებს და, საბოლოოდ, მეორედ დავინახეთ ჩვენ, რომ ერთი და იმავე სცენარით მიდის “ქართული ოცნება”. ის, რომ იმუნიტეტი მოეხსნა ნიკა მელიას,  არ ნიშნავს, რომ ნიკა მელიას დააპატიმრებენ. ჩვენ უბრალოდ ვაპირებთ, ვიყოთ აქ, ოფისში და თუ შტურმით აპირებენ ოფისის აღებას, ეს მათი საქმეა და მე მგონი, აქამდე არ მივა საქმე იმიტომ, რომ წინ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურაა, რასაც სასამართლო ჰქვია და ალბათ სასამართლოს გზით შეეცდებიან, რომ ეს საკითხი რაღაც სხვა მიმართულებით წაიყვანონ, რომ შედარებით ნაკლები ზიანით გამოძვრნენ ამ ვითარებიდან”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები