გიგი უგულავა – მელიას საქმეზე: მოვლენ საჩხუბრად, ვისაც ძალა ერჩის, უნდა იჩხუბოს – ყველას მოგეკითხებათ
“ორპირობა, ორგულობა, სიბინძურე რასაც თქვენ ჩადიხართ, ყველას მოგეკითხებათ”, – ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” წევრი, გიგი უგულავა პარლამენტის მიერ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტის მხარდაჭერას.
უგულავას შეფასებით, ხელისუფლება ჯანსაღი აზრის ფარგლებიდან გავიდა.
“სახელმწიფო ინსტიტუტები გამოხრულია, ჩვენ ვნახეთ ერთპარტიული პარლამენტი…. ორპირობა, ორგულობა, სიბინძურე, რასაც თქვენ ჩადიხართ, ყველას მოგეკითხებათ. მოვლენ საჩხუბრად, ვისაც ძალა ერჩის, უნდა იჩხუბოს. ეს ხელისუფლება კანონიდან, ჯანსაღი აზრის ფარგლებიდან გავიდა”, – აღნიშნა უგულავამ.