სოფელ განჯალაში შვილმა დედა დაჭრა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში შვილმა დედას დაჭრა.
გავრცელებული ინფორმაციით, შუახნის ქალს დაზიანება მუცლის და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული, რის გამოც მას ქირურგიული ოპერაცია „არქიმედეს კლინიკაში“ უკვე ჩაუტარდა.
მისი მდგომარეობა მძიმეა.
ერთ-ერთი ვერსით, კონფლიქტი ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
პოლიციას დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი დადგენილი ჰყავს, მისი გამოკითხვა პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს.