“მეც ვიყავი მათი ძალადობის მსხვერპლი” – ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დედა, ბაბუასთან ერთად, ბიძების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც მოითხოვს

ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დედა ბიძების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც მოითხოვს, რომლებიც, მისი თქმით, მოზარდზე ბაბუასთან ერთად ძალადობდნენ.

მერი რომანაძის თქმით, ბაბუა და ბაბუის ძმისშვილები გოგონაზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდნენ. ამის შესახებ გოგონამ დედას გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრეც უამბო.

“14 წელი ვიყავი მაგათი რძალი, მე თვითონ ვიყავი მათი ძალადობის მსხვერპლი. ძალიან გამიხარდა მისი დაჭერა. ის რომ ცოცხალი ყოფილიყო და მაშინ დაეკავებინათ, უფრო კარგი იქნებოდა და ჩემი შვილი ცოცხალი იქნებოდა. ჩემი შვილის გადმოცემით ვიცი, რომ ბაბუა მასზე ძალადობდა”, – ამბობს გარდაცვლილი მოზარდის დედა, მერი რომანაძე.

შეგახსენებთ, 14 წლის გოგო ქობულეთში ბაბუამ 9 თებერვალს საკუთარ სახლთან ახლოს გარდაცვლილი ნახა.

ამის შემდეგ, 14 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 23 წლის კაცს პატიმრობა შეეფარდა.

დღეს პოლიციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი 14 წლის ბავშვის ბაბუა დააკავა. გამოძიება 76 წლის მამაკაცს წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ მუქარასა და ძალადობას ედავება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები